დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გულის შეტევით გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


















