კახეთში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა

კახეთში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამ სასტუმროშია მოთავსებული, სადაც სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები მათ კარანტინის პერიოდის გასვლამდე დააკვირდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„198 ადამიანი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. მეთვალყურეობა მოეხსნა 5 პირს, ხოლო 11 ადამიანი, თვითიზოლაციაში თბილისშია . თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულების წესით მოათავსა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულების მაღალი მატების შემთხვევაში, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადავადდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში​ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო