კახეთში ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 1975 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ა. ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ე.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიროდიდან და სად მოგვიწევს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება?
შემდეგი სტატიაკასპში ქურდობის სამ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს