კახეთში პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთში პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულს ინფარქტი განუვითარდა, რაც მისი სტაციონარში მოთავსების საფუძველი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი”