6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

კახეთში პოლიციელის სამსახურებრივი ავტომობილი აალდა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

კახეთში პოლიციელის სამსახურებრივი “Toyota Hilux”აალდა.

საუბარია რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსზე, რომელიც პირად საქმეზე, სამმართველოს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ცეცხლი ადგილზე მყოფმა პირებმა შენიშნეს და მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს.
თვითმხილველები ავტომობილის დაწვის მცდელობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ცეცხლი მანქანას ნიღბიანმა პირმა წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა საპოლიციო რეიდი მოაწყეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე დაიბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “Toyota Hilux”-ი ტექნიკური გაუმართაობის გამო აალდა და დაწვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია
შემდეგი სტატიაქართველი კაპიტანი ჰყავდა ნავთობტანკერს, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა