კახეთში ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი ერთობლივი პროქტის ფარგლებში   21-23 სექტემბერს, კახეთში  რიგით მეორე ფესტივალი –  „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti”-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

 „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახებოის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

 თიბისი სტატუსის მომხმარებლები „Jazz and Wine Kakheti“-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად  20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.  ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.

 

banner
წინა სტატიაშიცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს.