კახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

კახეთში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, დები თელავიდან სოფელ შაქრიანში, სამარშრუტო ტაქსით ბებიასთან წავიდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.

ძებნაში პოლიცია ჩაერთო. ოჯახის წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანანოდ აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“ გაიმართა