კახეთში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ორ პირს ბრალი ცემის მუხლით წარუდგინეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

კახეთში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ორ პირს ბრალი ცემის მუხლით წარუდგინეს.

დაკავებულები სოფელ ველისციხის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც გამოძიება ოპოზიციის მხარდამჭერების ცემაში ადანაშაულებს.

ბრალის წარდგენა ყვარელში წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

ადვოკატ მაგული ღვალაძის ინფორმაციით, მათ დაახლოებით ორი საათის წინ წარედგინათ ბრალდება და ამ დროისთვის ის საქმის მასალებს ეცნობა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინიშვილი ცემის ფაქტს აღიარებენ.

„წარდგენილი აქვთ ბრალდება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით ანუ ცემის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, პატიმრობის შუამდგომლობით არის შესული პროკურატურა სასამართლოში. ბრალდებულები ცემის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ცემეს, თუმცა ხელის გარტყმას ადასტურებენ და არა ჯოხით ცემას, ასეთ შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინოს, ჯოხი ვინ დაარტყა. ეს შემთხვევით მოხდა და ორგანიზებული სახე არ ჰქონდა. იქ თავდაპირველად იყო ხუთი ექვსი-კაცი, გზა გადაუჭრეს და არ მიდიოდნენ, იქ მოგროვდა ხალხი. არც ერთი არ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრი.

ყვარელში ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერისთვის ვალერი ბისაევისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც საქმეზე ადვოკატი ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაში,,თუკი პოლიციელის მიმართ ძალადობა დაშვებული იქნება, პოლიცია აღარ დაიცავს წესრიგს და აღარ გადაარჩენს ადამიანებს”
შემდეგი სტატია“არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს” – ანანიაშვილის პირველი კომენტარი ოქიტაშვილის განცხადებებზე