კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ახალგაზრდები,რომელბიც მძიმედ დაშავდნენ, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელის ავტომაგისტრალზე მოხდა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. ერთი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი დაშაავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მცხოვრებლები არიან.

banner
წინა სტატიაში“2020 წელი აღარ იქნება ქველმოქმედების”-დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიამერიასა და საკრებულოში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა-ოპოზიციის შეფასებები