კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობა დაკრეფილი მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს — ღვინის ქარხნებში მიტანილ ყურძენზე უარს ეუბნებიან და აცხადებენ, რომ პროდუქტი დაწესებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
საპროტესტო აქცია დილიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო, სადაც ადგილობრივებმა ყურძნის დაბალ ფასად შესყიდვა გააპროტესტეს.
მევენახეების განცხადებით, წინასწარ აღებული სინჯებით ყურძენში შაქრიანობა ნორმაზე მეტია, თუმცა ქარხნებში შემოწმების შემდეგ ეუბნებიან, რომ დაბალი შაქრიანობის მიზეზით მოსავალი დაბალ ფასად უნდა ჩაიბარონ, რასაც გლეხები უსამართლოდ მიიჩნევენ.








