კახეთში მანქანის ჩხრეკისას იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1998 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სავარაუდო იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიპანდემიის შედეგად დაზარალებულის კომპენსაციის მისაღებად ყალბი დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა