კახეთში მამის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კახეთში მამის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც “თაიმერს” უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კახეთში, სოფელ კისისხევში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მამა ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო დახმარება თელავის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამა-შვილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, მათ შორის დაპირისპირება ოჯახური კონფლიქტის გამო დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიზღუდება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, ხოლო დამოუკიდებელი მედია იდევნება
შემდეგი სტატიაფონდმა „ქართუმ“ წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო