„კახეთში მაისი სეტყვიანი სეზონია და თავდაცვის სამინისტროს ეს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა”

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მაისის თვეში კახეთში სეტყვიანი ამინდია.

“კახეთში მაისი სეტყვიანი სეზონია და თავდაცვის სამინისტროს ეს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა, დელტას მიერ შექმნილი დანადგარები ჭურვების გარეშე არ უნდა დაეტოვებინათ. რამდენადაც ვიცი, იყო თხოვნები, რომ გადაერიცხათ და არ გადარიცხეს, ამას გამოძიება სჭირდება. წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, უამრავი ჭრელი სიტუაციაა გარშემო”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ კომპანია დელტა უმოქმედო იყო. პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს.

 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატია“კითხვები მეტი დარჩა ამ წუთისთვის”- უსუფაშვილს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს