კახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში კორონავისრუსით გარდაცვალების 21-ე შემთხვევა დაფიქსირდა. გურჯაანში მცხოვრები 77 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. მას თანმხლები დაავადებები – დიაბეტი და რკინადეფიციტური ანემია აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვი 2 784-მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტის მიხედვით დღევანდელი ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა – 169, თელავი – 801, ყვარელი – 241, ლაგოდეხი – 311, გურჯაანი – 575, სიღნაღი – 182, დედოფლისწყარო – 235 და საგარეჯო – 270.

ამ ეტაპზე მკურნალობას 1 917 მოქალაქე გადის, მათ შორის 1 732 ბინაზე მკურნალობს, 29 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, ხოლო 156 იმყოფება კოვიდკლინიკაში.

თვითიზოლაციაში რჩება 2 175 პირი, თვითიზოლაციიდან კი, 105 მოქალაქე მოიხსნა. რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 96 ადამიანი.

დღის განმავლობაში 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო რამდენიმე კვირაში კი, ვირუსი 846 მოქალაქემ დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება – ეს არც ჩემია, არც თქვენი