კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს

კახეთში კირონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდან არის და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს, – ამის შესახებ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა მანანა გოგაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 27 წლის კაცს ტექსტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი. ტესტმა „კოვიდ 19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

„ინფიცირებული ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა და სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დაინფიცირების წყარო ჯერ უცნობია“, – აცხადებს გოგაშვილი.

სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები დღეს დილიდან აქტიურად მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ალბათ იმიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ