კახეთში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცის მშობლებს, რომელსაც 5 სექტემბერს, გორში ქორწილის შემდეგ ინფექცია დაუდგინდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ინფიცირებულები სპეციალიზირებული რეანომობილით მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული ინფიცირება არ განიხილება კახეთის შემთხვევად და ის შემოტანილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა