კახეთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის კაცი ემსხვერპლა.­ ამის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, კაცს ანთებული სიგარეტით ჩაეძინა, რამაც აალება გამოიწვია. გამოცემა წერს, რომ ცეცხლი მეზობლებმა გვიან შეამჩნიეს.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა დაღუპულის დედაც, მისი გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“მე არ ვარ დამნაშავე, წესიერი ადამიანი ვარ” – მადუროს სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში
შემდეგი სტატია“ჩვენ არ ვამართლებთ არცერთ ქმედებას, რომელიც არღვევს პოლიტიკურ ლეგიტიმურობას და საერთაშორისო სამართალს” – ერდოღანი