კახეთში გამოკვლეული 102 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 102 ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, გამოკვლეულ პირთა შრის 67 მედპერსონალია.

ამასთან, დაავადების ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყვარლის ექიმის 147 კონტაქტიდან გამოკვლეულია 102 ადამიანი და არცერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. დარჩენილ 45-ს დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში მიზნობრივი ტერიტორიის ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის ფარმაცევტების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარების და მათი მომვლელების, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებისა და ე.წ. ცხელების ცენტრებისა და საკარანტინო სივრცეებიდან შეყვანილი პირების.

ამ ეტაპზე კახეთში 10 საკარანტინო სივრცეში 459 ადამიანი იმყოფება

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენს ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი ანალიზი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება