კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა. ინფორმაციას ამის შესახებ BPN ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, პროექტის არეალში მოექცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, მდებარე 4 002 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 34 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც რამდენიმე მოქალაქის საკუთრებაშია.
მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად გამოცხადდა, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაბამის მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.















