კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

სოფელში უკვე ჩავიდნენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და ზარალს ითვლიან. მოსახლეობა ქარისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას საკუთარი ძალებით ცდილობს.

ამასთან, ქარმა სოფელ იორმუღანლოს გზაზე რამდენიმე ადგილზე, ქარსაცავ ზოლში ალვის ხეები წააქცია. შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენაზეც ენერგოკომპანია უკვე მუშაობს.

როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი

banner
წინა სტატიაში,,ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის”
შემდეგი სტატიავერცხლის ქუჩაზე, სადაც მამაკაცი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს