კახეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

კახეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა გურჯაანის და ყვარელის რაიონები დააზარალა. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მოგლეჯილი სახურავის ნაწილი კორპუსიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დაეცა. ამ დროს ეზოში მოზარდები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი უვნებლად გადარჩნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა – შენობა დროებით ტენტით გადახურეს. ქარმა დაწყვიტა ელექტრო გადამცემი ხაზებიც.

ქარმა ხეები მოგლიჯა ყვარლის რაიონშიც ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეები მაღაზიასა და ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაში“8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგარდ განვითარებას უზრუნველყოფს”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია წყალტუბოში 30-მდე წევრმა დატოვა