კახეთში ავტოვარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავტოვარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ოთხი მგზავრი, ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწარაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში მოათავსა.

გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- ყაჩაღების მიერ გატაცებული ავტომანქანა სოფელ თარგამულში იპოვეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ხაშურში ქურდობის ფაქტები აღკვეთა – დაკავებულია 3 პირი