33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის თქმით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიასაქართველომ წელს 11 მილიონი დოლარის სიმინდი იყიდა – მისი უმეტესობა რუსეთიდანაა