17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა- არიან დაშავებულები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება,  “ფორდის”სატვირთო ავტომობილზე ტვირთს ათავსებდნენ, რა დროსაც მას „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად „ფორდში“ მყოფი მგზავრებიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით, 112-ის ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასური უქმდება
შემდეგი სტატია“ყველა იბანს ხელს და პასუხისმგებლობას გახარიას ჰკიდებს”-ბერდია სიჭინავა