30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები: ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მათი ცნობით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ძირითადად ვენახები დაზიანდა.

რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი მიიღეს ფერმერებმა, ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაცია აქვთ და დეტალებს ეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ნაცურ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შემდეგი სტატიააშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა