21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კახეთში 70 წლამდე ასაკის ქალი გაძარცვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, წუხელ გვიან ღამით, 70 წლამდე ასაკის ქალი გაძარცვეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით,  შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.
უცნობმა პირებმა ქალი დააბეს და მისი თქმით იძულებული გახდა, თავდამსხმელებისათვის ეთქვა, სად ინახავდა თანხასა და ძვირფასეულობას.
წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული.
თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა.
შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავებული არავინ არის.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეში იარაღი არ ფიგურირებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიPolitico: ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმება კვლავ ვერ შეძლო
შემდეგი სტატიასაპენსიო ფონდში დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება