კახეთში 17 წლის გოგონა გარდაიცვალა – სავარაუდოდ, ის გაზით გაიგუდა

კახეთში 17 წლის გოგონა დაიღუპა. მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, წყლის გამაცხელებლის ტექნიკური გაუმართაობაა.

შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

ის ოჯახის წევრებმა დაღუპული აბაზანაში იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში591 000711 – მანანა კობახიძის ექვსი მესიჯი ალექსანდრე ელისაშვილს
შემდეგი სტატიაობამების ოჯახი საშობაო შვებულებას ჰავაიში ატარებს