კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა

კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. მომხდარის გამო, მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც კაცს ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია, ხოლო თავად დაშავებული ჯერჯერობით საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც თაიმერს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია
შემდეგი სტატიაბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება