კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 პაციენტის ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 პაციენტის ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაგზავნილი იყო მოქალაქეთა სინჯები, რომლებიც კარანტინის სივრცეში იმყოფებიან.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეს კი ე.წ. „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული 15 პაციენტის სინჯი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ე.წ. „ცხელების ცენტრები“ ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.

ამ ეტაპზე, კახეთში 11 საკარანტინო სივრცეში 414 მოქალაქე იმყოფება

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
შემდეგი სტატიაოთხივე ინფიცირებული, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ლენტეხიდან თბილისში გადმოიყვანეს