კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს და თელავის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მ. ხ. და 1977 წელს დაბადებული მ. ო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, მ.ხ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მ.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის 9 ფაქტი გახსნა – მხილებულია 4 არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას დაკავებაზე ინფორმაციას დეტალურად გააცნობენ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს