კახეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2019 11:20

კახეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. თაღლითობის
ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს
დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი მ. ც.,
1968 წელს დაბადებული დ.ტ. და 1981 წელს დაბადებული ზ. ს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის
ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად
დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის
პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების
შედეგად, მათ აღნიშნულ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი
მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის
აღმოჩენისთანავე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყეს
საგამოძიებო მოქმედებები.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2019 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics