კახეთის პოლიციამ პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე
კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. აღნიშნულ ფაქტზე
პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1 პირი – 1998 წელს
დაბადებული ი.ფ. ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში,
1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი
ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე
დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები
ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული”
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: „UNICEF“-ის მიერ რეკომენდირებული 50 ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ შემოვიტანეთ 200 ლარიანი დახმარება“