კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების
ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1986 წელს დაბადებული ი.გ. და
1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე
სათავსოების და ეზოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და
ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს