კახეთის პოლიციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი
გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი –
1993 წელს დაბადებული მ.ხ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს – 1977 წელს დაბადებულ
ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ,
გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი
გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის
19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში მეოთხე პირიც დააკავა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს – ლელოს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე