კახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების,
ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა
პირი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ო.,
1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს
დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული რ.მ. და წარსულში ნასამართლევები:
1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე, 1976 წელს დაბადებული შ.შ.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,
ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად,
ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე
დაპირისპირებისას ბრალდებულებმა
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილით, 225-ე და 117 -ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შემდეგი სტატიაპენტაგონის კომენტარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით