8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი
გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი – 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს
დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი,
1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა,
საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და
მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით
დააკავა.

სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა