კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა  ყვარლის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ბრალდებული  ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში4 დაღუპული და 19 დაშავებული – რუსეთის მორიგი იერიში კიევზე
შემდეგი სტატიაჯგუფური ძარცვა ქარელში – დაკავებულია ორი პირი