კახეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. მას ბრალი
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად
მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკარდიოლოგმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაგურიის პოლიციამ სოფელ ნატანებში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი