კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 10:46

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.

რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 10:46

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics