კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციას „გაბედეს“ და სირცხვილიას“ წევრები მართავენ. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს.

აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზაზე წარწერას „ამ ცხოვრების დედაც“ აკეთებდნენ.

სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროსათვის ინციდენტი ამოწურულია.

banner
წინა სტატიაშიშსს 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგია მურღულიას ემოციური პოსტი-ასე ძალიან გავუშინაურდებით სიკვდილს – სხეულისაც და სულისაც