კახეთის გზატკეცილზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “ტაბულას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თამაზი: მამა ბართლომემ ბოდიში უნდა მოიხადოს სამარცხვინო სურვილისთვის
შემდეგი სტატია“ეს შოუ სრული კრახით დამთავრდება” – საქალაქო სასამართლოში “თიბისი” ბანკის ეპიზოდზე პროცესი მიმდინარეობს