კახეთის გუბერნატორი: მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელთან კომუნიკაცია

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელთან ამჟამად კომუნიკაცია მიმდინარეობს და მისი მოთხოვნები ზუსტდება.

„მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი, თავდასხმის შესახებ შეტყობისთანავე, პოლიციის ქვედანაყოფები აქ იმყოფებიან, არის შემოღობოლი ტერიტორია მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით და გვაქვს ინფორმაცია, რომ შიგნით იმყოფებიან მძევლები. არის ინფორმაცია, რომ მძევლების ნაწილი გამოვიდა და ისინი ამჟამად იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში და იძლევიან სათანადო ჩვენებას. მოთხოვანზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. თავდამსხმელს აქვს სხვადასხვა ვერსია, ერთ-ერთი არის თანხის მოთხოვნაც, ზუსტი ინფორმაცია დგინდება, მიმდინარეობს მასთან კომუნიკაცია. თვითონ ვინც არის ამ ოპერაციაში ჩართული, ყველა ის ადამიანი აწარმოებს მოლაპარაკებას და სულ ცოტა ხანში გვექნება სათანადო შედეგიც“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აქვს ხელყუმბარაც
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა