10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კახეთიდან მოქალაქეები პატრიარქის დაკრძალვაზე მიემართებიან

კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, ახმეტიდან, ყვარლიდან, დედოფლისწყაროდან, სიღნაღიდან და ლაგოდეხიდან, მოქალაქეები პატრიარქის დაკრძალვაზე მიემართებიან.

სამარშრუტო ტაქსები უკვე დაიძრა მუნიციპალიტეტებიდან. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ უწმინდესის ბოლო გზაზე გაცილება მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა და ამ პროცესში მონაწილეობას პირად მოვალეობად მიიჩნევენ.

მათი თქმით, ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი ერთიანობის სიმბოლო და მისი ღვაწლი თითოეული მორწმუნისთვის გამორჩეულად ფასობს.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I აღასრულებს
შემდეგი სტატიასაქართველოში 5 მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება