კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 59 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გუშინ გაგზავნილი 59 ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კახეთში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა შემცირდა.

ამ დროისთვის ხუთ საკარანტინო სივრცეში 186 ადამიანი იმყოფება.

სულ კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4280 ნიმუში, აქედან 1352 მედპერსონალია, 1559 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 223 – შშმ პირი და ტრაილერის 26 მძღოლი.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : შეუძლებელია იმის იგნორირება, რაც სომხეთში ხდება , უნდა დავეხმაროთ