6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

კახეთიდან 19 ახალგაზრდა ათენში, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაზე გაემგზავრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები, ათენში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგებიან, სადაც საქართველო პირველად მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში, თითოეულ დელეგატს მინიჭებული აქვს კონკრეტული ქვეყნის სახელი, რომლის ოფიციალურ პოზიციას ისინი დიპლომატიურად და არგუმენტირებულად დაიცავენ. კონფერენციაში, 11 ქვეყნის 700-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ენის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა პაპუნაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული დელეგაცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აიღებს, რადგან საქართველოსათვის ეს პირველია და პროგრამა საკმაოდ დატვირთულია.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რომანიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, რაც ღონისძიებას საერთაშორისო და მაღალი აკადემიური დონის ფორმატს აძლევს. ჩვენი მიზანია, ღირსეულად წარმოვაჩინოთ როგორც მინიჭებული ქვეყნები, ასევე საკუთარი ქვეყანა”, – განაცხადა პაპუნაშვილმა.

ენის ცენტრი, სოფელ ზემო ალვანში ფუნქციონირებს და მასში 250-ზე მეტი მოსწავლეა რეგისტრირებული, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ შაჰედების საწყობსა და გამშვებ პუნქტზე დასავლური იარაღით იერიში მიიტანა
შემდეგი სტატია„ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან შეხვედრას მართავს