კახაძე სააკაშვილზე: რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი, იცი?

“მინდა, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი გაგახსენოთ, მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცი? ზოგჯერ ზურგზე მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია ისე უხერხული პოზით. მთავარი იყო, რომ ის ადამიანი ადგილზე მიგვეყვანა, რომ იმის საშველად… პაციენტი თუ საჭიროებს გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორეზე და ეს არის ურგენტი და სჭირდება… ახლა შინაარსზე მითხარიო. ეხლა პრეზიდენტი. მე უფრო ასე ვიტყოდი, ის პრეზიდენტი მაშინაა ღირსეული და ყველაზე ღორსეული, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისგან არაფრით განსხვავდება და არ იკადრებს მოქალაქეზე ზევით დადგომას ან ზევიდან ყურებას” -“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე  მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეყვანაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიაბილდტი: აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა იმ უფლებაზეც, რომ დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს