კახაბერ ქემოკლიძე პარტიის დაფინანსებაზე – ეს არის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გავიღეთ როგორც დონაცია

პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყაროების შესახებ როგორც კი ის მექანიზმი ჩაეშვება, ძალიან თანამედროვე, ევროპული, ძალიან ახალი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, თითო თეთრი, თითო ლარი, ათი ლარი, ასი ლარი, ათასი ლარი იქნება ცნობილი, თუ ვინ შეიძლება, სწირავდეს პარტიას, როგორც დონაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, დაფინანსების წყაროები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება და აღნიშნა, რომ „ეს იქნება არამარტო დღეის პოლიტიკური რეალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, არამედ სამომავლოდაც“.

„ის მინიმალური დაფინანსება, თქვენ ხომ არ გგონიათ ვიღაცას ასი ათასობით და მილიონობით ლარი აქვს სადღაც დასაწყობებული და ამ ფულს ხარჯავს, აი, ჩვენ აქ ვიმყოფებით ძალიან უბრალო, ჩვეულებრივ ოფისში. ეს არის სწორედ ის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში, მინიმალური ხარჯები გავიღეთ როგორც დონაცია. აი ეს არის რეალობა და შავ კატას ბატონი კობახიძე და სხვები ნუ ეძებენ ბნელ ოთახში“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან
შემდეგი სტატიათურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი