კახა ქემოკლიძე – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის

არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს, – განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, რომელიც სოფელ მეჯვრისხევში იმყოფება.

„არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 19:00 საათისთვის ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის. შესაბამისი აპარატები, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად იყვნენ გათავისუფლებული ზემოხსენებული პიროვნებები უკანონო დაკავებიდან. ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას უკანონოდ დაკავებული მოსახლეობის ოჯახის წევრებთან. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები დაკავებული იყვნენ ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშირომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ
შემდეგი სტატიაფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს