29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კახაბერ მჟავანაძე: დამიწერეთ ხუთი წელი, ექვსი წელი, მაგრამ იმას ვერ ვაღიარებ, რაც არ ყოფილა

„სათქმელი ბევრი მაქვს. ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სხვას. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც მაქვს, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი იმ ტყუილს, რომლის თქმასაც მაიძულებენ. ადამიანებს სულში ჩააფურთხეთ.

მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მიჭირს გადაადგილება და მიმაჩნია, რომ ასეთ მდგომარეობაში ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება. 58 წლის კაცი ვარ, პატარა ბავშვი არ ვარ. არ ვიცი, თქვენი განაჩენის შემდეგ რა იქნება, მაგრამ მაინც ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია.

ღობე ჩემგან ნახევარ მეტრში იყო წაქცეული. მის შიგნით ნაბიჯიც არ გადამიდგამს. როგორ შეიძლება მითხრათ, რომ იერიშით შევიჭერი და ეს ვაღიარო? ამას ვერ გავაკეთებ.

თუ გნებავთ, დამიწერეთ ხუთი წელი, ექვსი წელი. თქვენს ოჯახში, ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო, მივალ და ვეტყვი: ასე მოვიქეცი და ამის გამო თქვენმა ოჯახის წევრმა ამდენი წელი მომისაჯა, რის გამოც ციხეში ვიჯექი-მეთქი“, — განაცხადა კახაბერ მჟავანაძემ სასამართლო პროცესზე.

banner
წინა სტატიაში4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
შემდეგი სტატიამოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის – მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას