კახაბერ ცისკარიძის განცხადებით, ბათუმის მერობის კანდიდატად პოლიტიკური პარტია წარადგენს

გადაწყვეტილი თემაა, რომ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, – ამის შესახებ მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ განაცხადა.
კახაბერ ცისკარიძის განმარტებით, ის ერთ-ერთი პარტიის კანდიდატი იქნება, თუმცა ცისკარიძე არ აკონკრეტებს, რომელი პარტია წარადგენს კანდიდატად.
„სხვა შანსი არ არის დარჩენილი, პარტიიდან უნდა მოხდეს ჩემი წარდგენა. საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, უფრო დეტალურად ინფორმაცია, თუ რომელი პარტიიდან ვიქნები წარდგენილი, ხვალ გასაჯაროვდება. ფაქტია, რომ მე არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუმცა ჯერ ვერ მიხვდებით საიდან და როგორ. ხვალ გაიგებთ კარგ ამბავს“, – განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.
როგორც ცნობილია, კახაბერ ცისკარიძეს თავდაპირველად ბათუმის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა სურდა, თუმცა საოლქო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაცია დააგვიანა.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი – ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ
შემდეგი სტატიაკატასტროფა გარდაუვალია საქართველოს სარკინიგზო სისტემაში